თსუ სწავლებას ონლაინ აგრძელებს, 15 მარტს გადაწყდება, ვინ დაუბრუნდება აუდიტორიებს

თსუ სწავლებას ონლაინ აგრძელებს, 15 მარტს გადაწყდება, ვინ დაუბრუნდება აუდიტორიებსსტუდენტები აუდიტორიებს 15 მარტიდან დაუბრუნდებიან, თუმცა, დღეიდან უმაღლეს სასწავლებლებში დასაშვებია პრაქტიკული მეცადინეობები.

შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სწავლებას ონლაინფორმატში აგრძელებს. თსუ-ს კანცლერის, ლაშა საღინაძის განცხადებით, ამ ეტაპზე, უნიერსიტეტში პრაქტიკული სწავლება არ ტარდება, ხოლო 15 მარტს, აკადემიური საბჭო გადაწყვეტს, თუ რომელ ფაკულტეტზე გაგრძელდეს სწავლება არადისტანციურ რეჟიმში.

“არსებული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, ისეა დალაგებული სასწავლო პროცესი, რომ პირველ ეტაპზე, არის თეორიული სწავლების კომპონენტები, შემდეგ ეტაპზე კი პრაქტიკული. შესაბამისად, 1-ლი მარტიდან არ არის საჭიროება, რომ პრაქტიკული კომპონენტებით სწავლება გავაგრძელოთ, ამიტომ, ვაგრძელებთ დისტანციური რეჟიმით. 15 მარტიდან, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, ვიმედოვნებთ, რომ გარკვეულ მიმართულებებზე, სადაც პრაქტიკული სწავლების კომპონენტი აუცილებელია, არადისტანციურ რეჟიმში, უფლებამოსილების ფარგლებში გაგრძელდება სწავლა,”-აცხადებს ლაშა საღინაძე.