ზუგდიდში, 82 წლის ქალს დღეს მატარებელი დაეჯახა. ლაივპრესის ინფორმაციით, ქალს მატარებლის შეჯახების შედეგად ფეხი აქვს მოწყვეტილი.
“ქალის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა”, – განუცხადა ჟურნალისტებს ადგილობრივი რეფერალური საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერმა სულხან ორჟონიამ.
მისი თქმით, ქალი გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
“112 ის მიერ, სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად შემოყვანილ იქნა ასაკოვანი ქალბატონი, მარცხენა ქვედა კიდურის ტრავმული ამპუტაციით. წვივის ზედა მესამედის დონეზე, ჰიპოვოლემიური შოკი. პაციენტი სასიცოცხლო ჩვენებით გადადის საოპერაციო ბლოკში. ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა”, – აცხადებენ საავადმყოფოში.
ზუგდიდში მატარებელი 1კვირის წინ მსუბუქ ავტომანქანასაც დაეჯახა. დაშავდა საკრებულოს წევრი სალომე ფაცაცია.

