მანქანას, რომელსაც მატარებელი დაეჯახა, ზუგდიდის საკრებულოს წევრი სალომე ფაცაცია მართავდა

მანქანას, რომელსაც მატარებელი დაეჯახა, ზუგდიდის საკრებულოს წევრი სალომე ფაცაცია მართავდაზუგდიდში, მატარებლის ავტომობილთან შეჯახებისას დაშავებული ქალის მდგომარეობა მძიმეა.

ზუგდიდის საკრებულოს წევრს, სალომე ფაცაციას რეფერალურ ჰოსპიტალში გამოკვლევები უტარდება. როგორც „ლაივპრესს“ საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა სულხან ორჟონიამ განუცხადა, პაციენტი გადაუდებელი მედიცინის გნყოფილებაშია მოთავსებული.

„უტარდება შოკსაწინააღმდეგო ღონისძიებები. ჯერ-ჯერობით მეტს ვერაფერს ვიტყვით“, – განაცხადა სულხან ოღჟონიამ.

შეგახსენებთ, ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე უშლაგბაუმო ლიანდაგზე სამგზავრო მაგარებელი მსუბუქ ავტომობოლს დაეჯახა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო.