ზუგდიდში, მსუბუქი ავტომანქანა მატარებელს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა ავტომანქანის მძღოლი, რომელიც რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი.
ლაივპრესის ცნობით, ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს რკინიგზაში ჯერ-ჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

