ზუგდიდში მატარებელი მანქანას დაეჯახა – მძღოლი კლინიკაში გადაიყვანეს

ზუგდიდში, მსუბუქი ავტომანქანა მატარებელს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა ავტომანქანის მძღოლი, რომელიც რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი.

ლაივპრესის ცნობით, ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს რკინიგზაში ჯერ-ჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.