44 წლის ნიკა თარაშვილს ვაკეში ავტობუსი დაეჯახა – ილიაუნის ლექტორს დახმარება სჭირდება

44 წლის ნიკა თარაშვილს ვაკეში ავტობუსი დაეჯახა - ილიაუნის ლექტორს დახმარება სჭირდებაუკვე თვეზე მეტია, რაც 44 წლის ლექტორს, ნიკოლოზ თარაშვილს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსი დაეჯახა. უგონო მდგომარეობაში მყოფი კაცის გადარჩენის იმედს ექიმები ვერ იძლეოდნენ, მაგრამ სასწაულებრივად გადარჩენილს ახლა თითოეული ადამიანის მხარდაჭერა იმისთვის სჭირდება, რომ უბრალოდ გადარჩეს, იცოცხლოს.

ამ საზარელ შემთხვევამდე ნიკოლოზ თარაშვილი ილიას უნივერსიტეტში ლექტორად მუშაობდა და სტუდენტებს პოლიტიკურ მეცნიერებებს უკითხავდა. ახლა საზოგადოებას მისი და, ანა თარაშვილი, მიმართავს და ძმის სიცოცხლის გადარჩენას სთხოვს:

“ჩემი ძმა ნიკა უკვე თვენახევარია, რეანიმაციაშია უმძიმესი ნეიროტრავმებით. ორი ოპერაციის შემდეგ, ნიკას სასწრაფოდ სჭირდება გადაყვანა თურქეთის კლინიკაში.

ხარჯები იმდენად დიდია, რომ მხოლოდ ოჯახი, სამეგობრო და სანათესავო ვერ შევძლებთ. ამიტომ ყველას გთხოვთ დახმარებას, ვისაც როგორ შეგიძლიათ. ძალა ერთობაშია.

მადლობა, რომ უკვე ბევრს აკეთებთ ჩვენთვის, მადლობა, რომ ასეთი მხარდაჭერა და თანადგომა გცოდნიათ, ყველა მეიმედებით.” – წერს ანა თარაშვილი.

ვისაც გაქვთ სურვილი გაუწიოთ ოჯახს დახმარება, შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი თანხა ამ ანგარიშზე ჩარიცხოთ.

საქართველოს ბანკი GE32BG0000000100643942 მიმღები ანა თარაშვილი.

პრაიმ ტაიმი