520 ათასი ლარის შეკვეთა ხელისუფლებისგან პოზნერის მასპინძელ ბენო ქაშაკაშვილს

520 ათასი ლარის შეკვეთა ხელისუფლებისგან პოზნერის მასპინძელ ბენო ქაშაკაშვილსფლანგვის დეტექტორმა” ოკუპანტი ქვეყნის ჟურნალისტის მასპინძილის ბენო ქაშაკაშვილის ფინანსური გარემოებები შეისწავლა და აღმოჩნდა, რომ ქაშაკაშვილის რესტორანს, რომელსაც პოზნერი სტუმრობდა, სახელმწიფო ორგანოებმა 2015-21 წლებში 520.000 ლარის შეკვეთები მისცეს.

გარდა ამისა, ნახევარ მილიონზე მეტი მის ბიზნესს ყოველგვარი ტენდერის გარეშე, პირდაპირი შესყიდვის გზით გადაეცა, ხოლო ქაშაკაშვილმა და მისმა მეუღლემ 2016-20 წლებში მმართველ პარტიას 405.000 ლარი შესწირეს:

“ნახევარ მილიონზე მეტი ბენო ქაშაკაშვილის ბიზნესს ყოველგვარი ტენდერის გარეშე, პირდაპირი შესყიდვის გზით გადაეცა.

ბენო ქაშაკაშვილი ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირია და 2016 წელს საპარლამენტო სიის 53-ე ნომერიც იყო.

2016-20 წლებში მან და მისმა ცოლმა მმართველ პარტიას 405,000 ლარი შესწირა.

მიუხედავად კომენდანტის საათისა, მან რუს სტუმრებს მაინც უმანისპინძლა ვახშამზე, რითიც კანონი დაარღვია.

შსს-ს ინფორმაციით მათ პოზნერი და მისი თანმხლები 31 პირი დააჯარიმეს კარანტინის წესების დარღვევის გამო, თუმცა რუსეთში დაბრუნებული პოზნერი ამ ფაქტს უარყოფს” – წერს “ფლანგვის დეტექტორი”.