„არ არის საჭირო სასაფლაოებზე ალკოჰოლით სიარული და იქ სმა-ჭამა“ – ამირან გამყრელიძე 

„არ არის საჭირო სასაფლაოებზე ალკოჰოლით სიარული და იქ სმა-ჭამა“ - ამირან გამყრელიძე “არ არის საჭირო სასაფლაოებზე ალკოჰოლით სიარული, იქ ჭამა-სმა” , – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნაზე საუბრისას.

“რაც შეეხება ბრწყინვალე შვიდეულს, მოწოდება იქნება, რომ არ არის საჭირო სასაფლაოებზე ალკოჰოლით სიარული, იქ ჭამა-სმა. მოკრძალებულად გავაკეთოთ, გავიდეთ საფლავზე, ვცეთ პატივი ჩვენს მიცვალებულებს, ისე როგორც ეს ჩვენ გვეკადრება პანდეემის პირობებში” , – აცხადებს ამირან გამყრელიძე TV პირველის ეთერში.