“და უცბად მოდის საშველად ქართული ენა” – ნინო კასრაძე ლიონში ცხოვრობს

"და უცბად მოდის საშველად ქართული ენა" - ნინო კასრაძე ლიონში ცხოვრობსმსახიობი ნინო კასრაძე უკვე რამდენიმე თვეა საფრანგეთში, შვილთან, სალომე თოფურიასთან ერთად ცხოვრობს.

AT.ge-ზე გურამ მაცხონაშვილისთვის მიცემულ ინტერვიუში ნინო ქართული ენის მონატრებაზე საუბრობს.

ნინო კასრაძე: 

– მე-7 თვეა ლიონში ვარ. შვილები, კორონა, შიში, პანიკა, მოვალეობა და ასე შემდეგ… ყველასთვის მეტ-ნაკლებად ნაცნობი სიტუაცია. იძულებითი დევნილობა. და უცბად მოდის საშველი – ენა. ქართული ენა. ვიწყებ თარგმნას ქართულად. ქართული. ენა, როგორც იდენტობა, ენა, როგორც სავანე, ენა, როგორც კავშირი. კავშირი იმ ყველაფერთან, რაც მიყვარს, რაც მენატრება, რაც დავტოვე. მერე ვკითხულობ ბროდსკის (სულ 2 წელია გავიცანი:((( ) და ვხვდები, რომ ასეა, ზუსტად ასე.

ენის ფასი მოდის ემიგრაციაში. კიდევ, არ დაგვავიწყდეს, რომ იმ თეატრში, სადაც მე ვმუშაობდი, რუსთაველის თეატრში, ენა იყო აყვანილი განძის რანგში. ასე რომ, ჩემთვის ენა ძალიან მნიშვნელოვანია ყველგან. ყავაზე მეგობრებთან საუბრისას, მედიუმის შეცვლისას, კინოში და, რა თქმა უნდა, თეატრში.

პრაიმ ტაიმი