მარნეულის მერიასთან მიმდინარე აქცია დაპირისპირებაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეების მერიის შენობაში შესვლას ითხოვდნენ, ადგილზე მობილიზებული პოლიცია კი ამის საშუალებას არ აძლევდა.
დაკავებულია რამდენიმე აქტივისტი, მათ შორის გიორგი მუმლაძე. ისინი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
“გიორგი მუმლაძე ისევ დააკავეს და დაყვევებული ჰყავთ მარნეულის პოლიციაში.
მოვუწოდებ ყველა პოლიტიკოსს, ჩამოვიდეს აქ და მხარი დაუჭიროს სამართლიანობისთვის და საკუთარი ღირსებისთვის მებრძოლ ადამიანს” – წერს ალიკა კუპრავა.
შეგახსენებთ, მარნეულში აქცია გიორგი მუმლაძის ძმის სიმონ მუმლაძის მხარდასაჭერად იმართებოდა, რომელიც სამსახურიდან გაათავისუფლეს. აქციის მონაწილეების თქმით, ის პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს.

