„დღეს მთელი დედამიწა საავადმყოფოში წევს“ – ლადო კახაძე

„დღეს მთელი დედამიწა საავადმყოფოში წევს“ – ლადო კახაძე„ჩემო ძვირფასები, სრულიად საქართველოს ბინადარნო, ძალიან გთხოვთ, რომ თქვენთვისვე მიღებული ეს შეზღუდვები გაისიგრძეგანოთ, რადგან ამის დაცვის გარეშე ვირუსი თავის სასარგებლოდ გადახრის პინას“  –ამის შესახებ განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ლადო კახაძემ

“ხომ ხედავთ, დარბაზშიც შევთხელდით, ჩვენც მოგვერია და რაღაც-რაღაცები გამომჟღავნდა.  კატასტროფულად, დაფარულ პირობებში ვითარდება სარიტუალო თუ გასართობი თავყრილობები, კანონის საწინააღმდეგოდ. ჩემო ძვირფასები, სრულიად საქართველოს ბინადარნო, ძალიან გთხოვთ, რომ თქვენთვისვე მიღებული ეს შეზღუდვები გაისიგრძეგანოთ, რადგან ამის დაცვის გარეშე ვირუსი თავის სასარგებლოდ გადახრის პინას.

რა ვიცი, მე ვთქვი, რომ ყველა პლატფორმაზე, უთო რომ ჩართო-მეთქი, იქ უნდა იყოს ამაზე ლაპარაკი – უთო. ჩვენ დღეს ვართ დიდ გამოწვევაში, ჯერ საავადმყოფოს პალატაში წევს დედამიწა, ჯერ ექიმები და პაციენტები ერთმანეთში ნდობის აღდგენას აპირებენ იმიტომ, რომ ბევრი ანტივაქსერია, არ მინდა ვთქვა, მაგრამ ეს რეალობაა, დღეს საკონკურენციო ველზე გამოსულია უამრავი აცრის საშუალება, და კულუარულად, ისინი ანტივაქსერებსაც იყენებენ და ჩვენს გაუნათლებლობასაც. ამიტომ, ძალიან გთხოვთ, 2 არჩევანია, ან ვაქცინაცია და გონივრული ნაბიჯი, მომავალში პოსტკოვიდური აზროვნება და კოვიდის გამარჯვებაზე ზეიმი, ან დაყოლა იმ შინაგანი უნდობლობის ფაქტორზე, რომელიც ერთი 3%-ია, მაგრამ მერე გაბუქებული 45-60%-მდე ადის. ჩვენი გადარჩენა ვაქცინაციაშია.” – აცხადებს კახაძე.