„კახი კავსაძე დროდადრო გონებაზე არ არის“

„კახი კავსაძე დროდადრო გონებაზე არ არის“კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. როგორც პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ განაცხადა, მსახიობი რეანიმაციურ განყოფილებაში რჩება.

„პაციენტი მძიმეა, რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში. დროდადრო გონებაზე არ არის, თუმცა ამ დრომდე აპარატის დახმარების გარეშე სუნთქავს“, – განაცხადა ლალი ტურძელაძემ „რუსთავი 2“-თან.