საქართველოში სამომხმარებლო კალათა რადიკალურად გაძვირდა. თითქმის ყველა პროდუქტზე ფასი გაორმაგდა, თუმცა გაძვირებულ პროდუქტებს შორის ზეთი ლიდერობს. 1 ლიტრი საშუალო ხარისიხის ზეთი 8-დან 12 ლარამდე მერყეობს.
მიუხედავად არსებული მძიმე სოციალური ვითარებისა, ფეისბუკზე ამ ფაქტს იუმორით ეხმაურებიან.
მაგალითად, ფეისბუკის მომხმარებელმა გოგა წურწუმიამ პირად გვერდზე განათავსა ფოტოები, რომლებშიც ასახულია, თუ როგორ ასეირნებს ერთ ბოთლ ზეთს სკვერში, ასრიალებს საქანელებზე და ათვალიერებინებს თბილისის ხედებს.
განთავსებულ ფოტოებს კი ის ასე ასათაურებს:
„მისი ფასიდან გამომდინარე, სახლში ვეღარ ვტოვებ“.
პია დაიჯესტი


