კონკურსის “სუფთა რეგიონი 2020” – ს ნომინაციაში “სუფთა და ლამაზი ქუჩა” გოგებაშვილის ქუჩამ გაიმარჯვა.
კონკურსში გოგებაშვილის ქუჩა გორის მერიამ წარადგინა.
ღონისძიებაში, რომელიც 8 ნომინაციას მოიცავდა, ქვეყნის მასტაბით ყველა მუნიციპალიტეტის შეეძლო მონაწილეობის მიღება.
გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიას 14 აპრილს, თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციულმა შენობამ უმასპინძლა.
კონკურსი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს ორგანიზებით ჩატარდა. მისი მიზანი იყო ნარჩენების მართვის თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრების ხელშეწყობა.
ღონისძიება 2015 წლიდან იმართება პროექტის “დავიცვათ საქართველოს სისუფთავე” ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, სსიპ “გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან” და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.
ქართლი

