გუმათში, „ენკას“ ბაზასთან დაპირისპირებაა

გუმათში, „ენკას“ ბაზასთან დაპირისპირებაარიონის ხეობაში, სოფელ გუმათთან კვლავ ხმაური და დაპირისპირებაა. დაპირისპირება პროტესტის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის, კომპანია”ენკას” კუთვნილი ავტომობილების გამოჩენის შემდეგ დაიწყო.

„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები სოფელ გუმათში, „ენკას“ სამშენებლო ბაზასთან რჩებიან და აცხადებენ, რომ მათი მიზანია კომპანია „ენკას“ სამშენებლო ტექნიკამ სამუშაოების განხორციელება ვერ შეძლოს. ისინი მთელი ღამის განმავლობაში აპირებდნენ დარჩენას, თუმცა პოლიცია ტერიტორიის დატოვებისკენ და გზის გახსნისკენ მოუწოდებს.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, პოლიციამ მოხსნას “გუმათჰესთან” აღმართული ბლოკპოსტი და ნამახვანისკენ გადაადგილების საშუალება მისცეს, სადაც თვეების განმავლობაში კარვები ჰქონდათ გაშლილი.