იაგო ხვიჩია – “ბესო ზანგურს რომ ეთქვა, ნინუცა მაყაშვილი მცემდაო, უნდა დაგვეჯერებინა?”

იაგო ხვიჩია - "ბესო ზანგურს რომ ეთქვა, ნინუცა მაყაშვილი მცემდაო, უნდა დაგვეჯერებინა?"“გირ­ჩის” ლი­დე­რი იაგო ხვი­ჩია ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვი­ლის ინ­ტერ­ვი­უს შემ­დეგ ატე­ხილ კამ­პა­ნი­ას აფა­სებს. ხვი­ჩი­ას აზ­რით, მსა­ხი­ო­ბი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე ტა­ლახს ის­ვრის, რაც დიდი სი­ბინ­ძუ­რე და ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბო­რო­ტე­ბაა.

– იაგო, რა მტკი­ცე­ბულე­ბა უნდა ჰქონ­დეს ადა­მი­ანს 11 წლის შემ­დეგ?

– ის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა უნდა გქონ­დეს, რო­მე­ლიც თა­ვის დრო­ზე გაქვს მო­პო­ვე­ბუ­ლი. თუ არ გაქვს, მა­შინ მე შე­მიძ­ლია თქვენ­ზე ვთქვა რა­ღაც, ან და­გაბ­რა­ლოთ და სი­ა­მა­ყით გან­ვა­ცხა­დო, რომ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ გა­მაჩ­ნია, მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა რა­ღაც­ნა­ი­რად იყოს ვალ­დე­ბუ­ლი, რომ მხა­რი და­გი­ჭი­როთ.

სა­ერ­თოდ არ ვიც­ნობ ბესო ზან­გურს, რაც ვიცი, მას­ზე კარ­გი არა­ფე­რი გა­მი­გია, მაგ­რამ ადა­მი­ან­ზე ასე­თი რა­ღა­ცის დაბ­რა­ლე­ბა, ის, რომ 11 წლის წინ მან რა­ღა­ცა ქნა, რა­ზეც მას არ შე­უძ­ლია ნო­მი­ნა­ლუ­რა­დაც კი თა­ვის მარ­თლე­ბა, სი­სუ­ლე­ლეა.

პი­რი­ქით რომ ეთ­ქვა ბესო ზან­გურს, ჩემი ცოლი აქეთ მცემ­დაო, ის უნდა დაგ­ვე­ჯე­რე­ბი­ნა? მე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე არაფ­რის არ მჯე­რა, განა იმი­ტომ, რომ არ შე­იძ­ლე­ბა ეს ფაქ­ტი მომ­ხდა­რი­ყო, ან ბესო ზან­გუ­რი მო­ძა­ლა­დე არ იყო.

– ჯერ იყო, პე­დო­ფი­ლი­ის მხარ­დამ­ჭე­რადგამოგაცხადეს, ახლა კი, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ძა­ლა­დო­ბის მომ­ხრე­დაც გა­მო­გა­ცხა­დონ.

– კი, ლი­ბე­რა­ლურ­მა მე­დი­ამ ერთხელ უკვე გა­მო­მა­ცხა­და პე­დო­ფი­ლი­ის მხარ­დამ­ჭე­რად, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვიცი, რომ არ შე­იძ­ლე­ბა ავ­ყვე ამ სუ­ლე­ლი ხალ­ხის გან­წყო­ბებს. ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვილ­თან საქ­მე არ მაქვს, პრე­ტენ­ზია მაქვს Me Too კამ­პა­ნი­ის ავ­ტო­რებ­თან. ადა­მი­ა­ნი ამ­ბობს, არა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ მაქ­ვსო და მაინც აგ­რძე­ლე­ბენ ამ სი­ბინ­ძუ­რეს.

ამბები