კალაძე კლინიკას ხვალ დატოვებს და მკურნალობას სახლში გააგრძელებს

კალაძე კლინიკას ხვალ დატოვებს და მკურნალობას სახლში გააგრძელებსდედაქალაქის მერის, კახი კალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ის კლინიკას ხვალ დატოვებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიაში განუცხადეს, კახა კალაძე თავს უკეთ გრძნობს და სავარაუდოდ, გარკვეული პერიოდი სახლში გააგრძელებს მკურნალობას.

ცნობისთვის, თბილისის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე დღის წინ ინფორმაცია გაავრცელა, სადაც აღნიშნავდა, რომ ის თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში სამედიცინო კვლევებისთვის იმყოფებოდა და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში აგრძელებდა.

კარდიოლოგის, პროფესორის, ზურაბ ფაღავას ინფორმაციით კი, თბილისის მერს კახა კალაძეს ე.წ. ვესტიბულოპათია აღენიშნებოდა.