ლაშა ნაცვლიშვილმა საქართველო დატოვა – რატომ მისცეს მას ხელშეუხებლობის გარანტია

ლაშა ნაცვლიშვილმა საქართველო დატოვა - რატომ მისცეს მას ხელშეუხებლობის გარანტიაგაიქცა თუ არა ქვეყნიდან ლაშა ნაცვლიშვილი? – გავრცელებული ინფორმაციით, “ქართული ოცნების” ყოფილმა იდეოლოგმა, საქართველო დატოვა და შვეიცარიაში გაემგზავრა, თუმცა, უცნობია, აპირებს თუ არა ის ისევ უკან დაბრუნებას.

სავარუდოდ, ლაშა ნაცვლიშვილი ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმეში მთავარი ეჭვმიტანილია, რის გამოც მას გარკვეული დროით პასპორტიც ჩამოართვეს.

ირკვევა, რომ ქართულ ოცნებაში გარდა ფარული ჩანაწერების გავრცელებისა, ფიქრობენ, რომ მმართველი გუნდის წევრებზე კომპრომატები აქვს. სწორედ დუმილის სანაცვლოდ მისცეს მას ქვეყნის დატოვების უფლება და ხელშეუხებლობის გარანტია.

მანამდე კი, დაბრუნებიდან 3 კვირის შემდეგ, ლაშა ნაცვლიშვილი პოსტივიდან ისევ წავიდა. ის პოსტივიში 2021 წლის 21 თებერვალს დაბრუნდა.

მთავარი