მერია უცნობს დააჯარიმებს

მერია უცნობს დააჯარიმებსთბილისის მერია გია გაჩეჩილაძეს (უცნობი) ბერლინის კედლის ნაწილის დაზიანების გამო დააჯარიმებს. ინფორმაციას  თბილისის მერიაში ადასტურებენ.

ანტიოპოზიციურ აქციაზე უცნობმა ბერლინის კედლის ფრაგმენტზე წარწერა დააწერა: “ღმერთი სიყვარული არს”.

15 მარტს, მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ “მარადისობის დღის” დაფუძნება და ოპოზიციის წინააღმდეგ 9 აპრილს ხალხის გამოყვანა დააანონსა. “უცნობის” თქმით, ეს არის მდუმარე შეკრება, რომელზეც ოპოზიციის გამოსვლების მოწინააღმდეგე ხალხი გამოდის.