მეუფე პეტრე – “კლიმენტი კეკუტიას მონასტრის კარ-მიდამოს ხელში ჩაგდება შევარდნაძის დროიდან უნდა”

მეუფე პეტრე - "კლიმენტი კეკუტიას მონასტრის კარ-მიდამოს ხელში ჩაგდება შევარდნაძის დროიდან უნდა"ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მმართველი, პეტრე ცაავა ამბობს, რომ რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენს – კლიმენტი კეკუტიას მონასტრის ტერიტორიის ხელში ჩაგდება სურდა.

“მას შემდეგ, რაც მე მონასტერი დავაარსე და დაიწყო აღმშენებლობითი პროცესები, ყველაფერს აკეთებდა, რომ ხელი შეეშალა.

შევარდნაძის ეპოქაში სურდა ამ ეზო-კარის დაპატრონება,” – აცხადებს პეტრე ცაავა.

მისივე თქმით, ეკლესია უნდა გაიწმინდოს ანტიქრისტიანული აზროვნების მღვდელმთავრებისა და სასულიერო პირებისგან.

კლიმენტი კეკუტიას გამოჩენას სალხინოს მონასტრის ტერიტორიაზე დღეს დაპირისპირება მოჰყვა – სასულიერო პირებისა და მრევლის ნაწილი მოითხოვდა, მას ტერიტორია დაუყოვნებლივ დაეტოვებინა.

რუსთავი 2