“ოჯახი ჯერ კიდევ შოკშია” – უკრაინაში ქართველი ჯარისკაცი დათო შარტავა დაიღუპა

"ოჯახი ჯერ კიდევ შოკშია" - უკრაინაში ქართველი ჯარისკაცი დათო შარტავა დაიღუპა18 აპ­რილს უკ­რა­ი­ნა­ში ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცი, და­ვით შარ­ტა­ვა და­ი­ღუ­პა. შემ­თხვე­ვა უკ­რა­ი­ნის აღ­მო­სავ­ლეთ ფრონტზე მოხ­და. დათო შე­ტა­კე­ბე­ბის დროს ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, გუ­შინ მათი პო­ზი­ცი­ე­ბი ლუ­ლის­ქვე­შა ყუმ­ბარ­ტყორ­ცნე­ბით და­ბომ­ბეს.

“სამ­წუ­ხა­როდ, დღეს ბრძო­ლა­ში და­ე­ცა ჩვე­ნი უსაყ­ვარ­ლე­სი მე­გო­ბა­რი და მებ­რძო­ლი დათო შარ­ტა­ვა, ბოლო რამ­დე­ნი­მე თვე მივ­ლე­ნი­ლი იყო ერთ-ერთ ბრი­გა­და­ში, დათო ჯა­რის­კა­ცის გარ­და ჩემი მე­გო­ბა­რი იყო. ვუ­სამ­ძიმ­რებ ოჯახს და მე­გობ­რებს”, – წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ქარ­თვე­ლი ლე­გი­ო­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლი მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი.

დათო შარ­ტა­ვა 2017 წლი­დან იბ­რძო­და უკ­რა­ი­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის და­სა­ცა­ვად. “იგი ორი შვი­ლის მა­მაა, მისი მშობ­ლე­ბი, მე­უღ­ლე და შვი­ლე­ბი თბი­ლის­ში ცხოვ­რო­ბენ. ეს შო­კის­მომ­გვრე­ლი ამ­ბა­ვი ოჯახ­მა წუ­ხელ შე­ი­ტყო, ჯერ გონ­ზეც არ მო­სუ­ლან”, – უთხრა ambebi.ge-ს ოჯა­ხის ახ­ლო­ბელ­მა.

ვი­ზი­ა­რებთ ოჯა­ხის მწუ­ხა­რე­ბას და თა­ნაგ­რძნო­ბას ვუ­ცხა­დებთ დათო შარ­ტა­ვას ახ­ლობ­ლებ­სა და მე­გობ­რებს.

თეა ხურცილავა, ამბები