ყარაბაღში ნაღმზე რუსი სამშვიდობოების ავტომობილი აფეთქდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. „შინაგან საქმეთა სამინისტროზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
„ავტომობილი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქდა, რის შედეგადაც ორი რუსი სამხედრო დაიჭრა,“- აცხადებენ ე.წ. სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
იპნ

