ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების მანქანა აფეთქდა

ყარაბაღში ნაღმზე რუსი სამშვიდობოების ავტომობილი აფეთქდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. „შინაგან საქმეთა სამინისტროზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

„ავტომობილი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქდა, რის შედეგადაც ორი რუსი სამხედრო დაიჭრა,“- აცხადებენ ე.წ. სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

იპნ