ახალი დეტალები რიონში გაუჩინარებულ მამაკაცზე – შემთხვევამდე მასთან ერთად მყოფები ამბობენ, რომ რამდენიმე დღის წინ მას დედა გარდაეცვალა. თვითმხილველები არც სუიციდს გამორიცხავენ.
თვითმხილველები ამბობენ, რომ მამაკაცი თბილისიდან იყო და ის ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს ორი დღის წინ შეუერთდა.
წყალში გადახტომამდე ცოტა ხნით ადრე მამაკაცი სხვებთან ერთად ვახშმობდა, რის შემდეგაც გარეთ გავიდა, მასთან ერთად მყოფს ტელეფონი მიაწოდა და წყალში შევიდა. მისი შეჩერება ვერ შეძლეს.
ამ დროისთვის მამკაცის ძებნა ისევ გრძელდება. ძბნაში დამატებითი ძალებიც ჩაერთეს, რომლებიც მდინარის ფსკერსაც დაათვალიერებენ.

