„რომელი ჰალსტუხიც მოეწონება, გავუგზავნი“ – თალაკვაძე ვაშაძეს

„რომელი ჰალსტუხიც მოეწონება, გავუგზავნი“ - თალაკვაძე ვაშაძეს„მართლაც განიცდიდა და ნერვიულობდა ნიკანორ მელიასთან დაკავშირებით“,  – აცხადებს არჩილ თალაკვაძე გიორგი ვაშაძეზე.

„მინდა დაგიდასტუროთ, რომ ის მართლაც განიცდიდა და ნერვიულობდა ნიკანორ მელიასთან დაკავშირებით, მათ შორის თავის ოპოზიცონერ კოლეგებთან ჰქონდა კამათი და ის დაამშვიდეს. ნამდვილად არ არის მაგის პრობლემა, რომელი ჰალსტუხიც მოეწონება, მას გავუგზავნი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში.

ცნობისთვის, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ  არჩილ თალაკვაძესთან ისეთი ცხარე დებატები ჰქონდა, რომ „კინაღამ ჰალსტუხი შემოახია“.