“საპატრიარქოს სამხედრო მანქანები რეგიონებში პროდუქტების გასაგზავნად დასჭირდა” – ანდრია ჯაღმაიძე

"საპატრიარქოს სამხედრო მანქანები რეგიონებში პროდუქტების გასაგზავნად დასჭირდა" - ანდრია ჯაღმაიძესაქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განმარტებით, სამხედრო მანქანები საპატრიარქოდან რეგიონებში პროდუქტების გასაგზავნად გამოიყენეს.

დეკანოზი ფოტოებს გამოეხმაურა, რომლებშიც ჩანს, რომ საპატრიარქოში სამხედრო მანქანები შედიან.

„ჟურნალისტები მწერენ, ვერტმფრენიც შენიშნეს და სამხედრო ძალის მობილიზება ხდება საპატრიარქოშიო, სინამდვილეში არავითარი საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობს, პატრიარქმა დახმარება გაუწია და გააგზავნა რეგიონებში პროდუქტები“, – წერს ჯაღმაიძე.

ამასთან, როგორც პატრიარქის დაცვის უფროსმა, ვანო კობაიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ვერტმფრენის გამოჩენა ტერიტორიაზე „უბრალოდ დაემთხვაა”. მისივე თქმით, პირველი პროდუქცია ყაზბეგის მიმართულებით უნდა გაიგზავნოს, რის გამოც მაღალი გამავლობის ავტომანქანები გახდა საჭირო.

„პატრიარქის ლოცვა-კურთხევით აღდგომას პატრიარქი უგზავნის გაჭირვებულებს პროდუქტებს: ფქვილს, შაქარს, ზეთს და ამის მსგავსს. ამასთან დაკავშირებით ვთხოვეთ თავდაცვის სამინისტროს მანქანები, რომ ეპარქიაში ვუშვებთ პროდუქტებს“, – აღნიშნა პატრიარქის დაცვის უფროსმა.

იპნ