“შიმშილით კვდებიან ბავშვები” – სომხეთის სამ მოქალაქეს საქართველოში არ უშვებენ

"შიმშილით კვდებიან ბავშვები" - სომხეთის სამ მოქალაქეს საქართველოში არ უშვებენსომხეთის 3 მოქალაქეს საქართველოში არ უშვებენ. ქალი 2 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად 12 დღეა საზღვარზე ჰყავთ გაჩერებული.სამივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე აქვს. ბავშვების მამა, რომელიც თბილისშია, ამბობს, რომ გამომგზავრებამდე მათ სასაზღვრო დეპარტამენტში დარეკეს, სადაც უთხრეს რომ ბავშვებს პასპორტის გარეშეც გაატარებდნენ. ბადოიანების მცირეწლოვან შვილებს პასპორტის მოქმედების  ვადა აქვთ გასული.

ბავშვები მუხლებზე იდგნენ და მეხვეწებოდნენ წამიყვანეო,მე ცუდად გავხდი შაქრიანი ვარ,შიმშილით კვდებიან ბავშვები, არავინ ზრუნავენ, სად არის საქართველოში დემოკრატია, ჩემი მეუღლე ცუდად არის,” – ამბობს ბადოიანის მეუღლე.
ბადოიანების ოჯახი სახალხო დამცველს მიმართავენ, შეისწავლოს მათი საქმე. ისინი მთავრობას სთხოვენ, მისცენ მათ ოჯახს საქართველოში შემოსვლის უფლება.

ტვ პირველი