თბილისთან ნორიოში 2 პატარა მიწისძვრა მოხდა

თბილისთან ნორიოში 2 პატარა მიწისძვრა მოხდადედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა სეისმური მონიტინგის ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს, სადაც აღნიშნავენ, რომ მეზობელი ქვეყნის სეისმური ქსელის, სასაზღვრო სადგურების გამო სისტემაში დაფიქსირდა ხარვეზი.

შესაბამისად დაფიქსირებული ეპიცენტრის პირველადი მონაცემი აღმოჩნდა არასწორი.

მათივე ინფორმაციით, მოხდა 2 პატარა მიწისძვრა მიყოლებით თბილისთან, ნორიოში.

თუმცა, მომხდარი მიწისძვრები თავისი სიძლიერით ძალიან პატარები იყო, ასეთი კლასის მიწისძვრები კი მათ ვებგვერდზე არ ქვეყნდება.