თელავში მანქანა მაღაზიას დაეჯახა – 1 მამაკაცი დაიღუპა

თელავში მანქანა მაღაზიას დაეჯახა - 1 მამაკაცი დაიღუპაავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თელავში – ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ახლოს მდებარე მაღაზიას შეეჯახა. ადგილზე ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა.

ავარიის მიზეზად, წინასწარი ინფორმაციით, გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება. მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.

მთავარი