ვაკის მაჟორიტარ ნოდარ ტურძელაძეს კოვიდ 19 დაუდასტურდა

ვაკის მაჟორიტარ ნოდარ ტურძელაძეს კოვიდ 19 დაუდასტურდაკორონავირუსი “ქართული ოცნების” კიდევ ერთ დეპუტატს, ვაკის მაჟორიტარს ნოდარ ტურძელაძეს დაუდასტურდა – ამის შესახებ ტურძელაძე სოციალურ ქსელში თავად წერს.

“მეგობრებო, მიუხედავად ერთწლიანი სიფრთხილისა და რეგულაციების მკაცრი დაცვისა, გუშინ ჩემთვის გაკეთებული PCR ტესტის პასუხი დადებითია. ამ ეტაპზე თავს კარგად ვგრძნობ და იზოლაციაში ვაგრძელებ მკურნალობას”, – წერს ვაკის მაჟორიტარი.

მანამდე კორონავირუსი ოცნების კიდევ რამდენი დეპუტატს დაუდასტურდა, მათ შორის ფაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს მამუკა მდინარაძესაც.