2023 წლიდან ტყეში შეშის მოჭრა იკრძალება

2023 წლიდან ტყეში შეშის მოჭრა იკრძალება“ტყითსარგებლობის ახალი წესის” მიხედით, საშეშე მასალა მხოლოდ მუნიციპალიტეტებში განთავსებულ ე.წ. “საქმიან ეზოებში” გაიყიდება.

ამასთან, ტრანსპორტირების ხარჯის დაზოგვის მიზნით, სოფლის მოსახლეობას უკვე დამზადებული შეშის შეძენა უახლოესი ტყიდანაც შეეძლებათ, რომლის მოპოვებასა და დამზადებას მხოლოდ ტყის მართვის ორგანოები უზრუნველყოფენ. აღნიშნული ორგანოები მოახდენენ ასევე შესაბამისი წესით ხის მერქნის დახარისხებას და განთავსებას საქმიან ეზოებში.