კორონავირუსმა 51-ე სკოლაში იფეთქა. რამდენიმე პედაგოგის დაინფიცირების და ერთი მასწავლებლის გარდაცვალების მიუხედავად, სამინისტროს გადაწყვეტილებით სასწავლო პროცესი სკოლაში მაინც გრძელდება. სკოლის ადმინისტრაციამ უწყებას ონლაინ რეჟიმზე გადასავლის მოთხოვნით მიმართა, თუმცა სამინისტროსგან უარი მიიღო. სკოლის დირექცია სკოლაში ეპიდემიას 2 კვირის განმავლობაში მალავდა.
ტვ პირველთან საუბარში სკოლის დირექტორი ადასტურებს, რომ სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი, 71 წლის ქალი, კორონავირუსს ემსხვერპლა.

