ადიგენში 13 წლის გოგონას ყირიმ-კონგოს ცხელება დაუდგინდა

ადიგენში 13 წლის გოგონას ყირიმ-კონგოს ცხელება დაუდგინდაადიგენში ყირიმ-კონგოს ცხელება დაფიქსირდა. ინფიცირებულია 13 წლის გოგონა, რომელიც თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 2 დღის წინ მოათავსეს.

თავდაპირველად მოზარდი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში შეიყვანეს, მას მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა.

“სამი დღის წინ შემოიყვანეს ტკიპას ნაკბენით, გავწერეთ თბილისის კლინიკაში”, – უთხრეს “სამხრეთის კარიბჭეს” ახალციხის საავადმყოფოში.

“22 მაისს შემოიყვანეს ცხელებით, ფაღარათით და ყირიმ-კონგოს დამახასიათებელი ყველა სიმპტომით. პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მოვათავსეთ, ჩაუტარდა თერაპიული მკურნალობა, დღეს პალატაში გადმოვიყვანეთ, ტემპერატურამ დაიწია, უტარდება შესაბამისი მკურნალობა. ჩვენთან დარჩება სრულ გამოჯანმრთელებამდე. საყურადღებო პაციენტია, რადგან ყირიმ-კონგო არ არის მარტივი დაავადება“, – უთხრეს პრაიმ ტაიმს კლინიკაში.