ახალციხელმა ნანული კაპანაძემ ლოტოში დიდი ფული მოიგო

ახალციხელმა ნანული კაპანაძემ ლოტოში დიდი ფული მოიგოახალციხეში, სოფელ კლდეში მცხოვრებმა, ნანული კაპანაძემ ლოტოში 33.592 ლარი მოიგო.

„ლოტოს მე და ჩემი მეუღლე სისტემატურად ვთამაშობთ, ციფრების დაწერა ყოველთვის მე მევალება, იმ დღესაც ჩემმა მეუღლემ რომ მითხრა ციფრები შეავსეო, ვუპასუხე – დამანებე თავი ამ შენი ლოტოთი–თქო და სწორედ იმ დღეს მოვიგეთ 33.592 ლარი! უზომოდ ბედნიერია მთელი ოჯახი, მოგებულ თანხას ჯერ არ ვიცით, როგორ დავხარჯავთ. ნამდვილად არ მეგონა რომ ლატარიაში დიდი თანხის მოგება შესაძლებელი იყო, – ამბობს საქართველოს ეროვნულ ლატარიასთან ნანული კაპანაძე.

ლოტოში მოგებული 33.592 ლარი ნანული კაპანაძის ოჯახს უკვე გადაეცა.

სამხრეთის კარიბჭე