ანა დოლიძემ ეკა მიშველაძის გადაცემაში სკანდალი მოაწყო

ანა დოლიძემ ეკა მიშველაძის გადაცემაში სკანდალი მოაწყოტვ პირველში ეკა მიშველაძის გადაცემა “პოლიტიკურ პარასკევში” ანა დოლიძემ სკანდალი მოაწყო.

ანა დოლიძემ თქვა, რომ ის ნამახვანჰესთან დაკავშირებით მიწაზე სალაპარაკოდ მოვიდა, რაზეც ეკა მიშველაძემ უთხრა, რომ მიწაზეც იქნებოდა საუბარი.

საქმის გარჩევა სწორედ აქედან დაიწყო.

ანა დოლიძე: მიწა ც არ არის, ეკა, ამაშიც არის საქმე, ც არის მიწა? მე არ ვფიქრობ, რომ ასეულობით ჰექტარი მიწა არის ც, ჩემს ამომრჩეველს უპირველესად მიაჩნია მიწის თემა და ვკითხულობ, ამ საკითხის გასარჩევად მოვედი აქ და ამ საკითხს თუ არ გაარჩევთ, წავალ. ძალიან ბევრი საქმე მაქვს.

ბუკა პეტრიაშვილი: აქ უსაქმური არავინ არ არის.

ეკა მიშველაძე: რიონის ხეობის მცველების მოთხოვნებში არის მიწის საკითხი და ამიტომ მასზე იმ პრიორიტეტების მიხედვით ვილაპარაკებთ, როგორც მე გადავწყვეტ, იმიტომ, რომ აქ მე ვარ დირექტორი.