“აცრიდან მე-5 დღესაც შეიძლება დაგემართოთ კოვიდი” – ბიძინა კულუმბეგოვის რჩევები

"აცრიდან მე-5 დღესაც შეიძლება დაგემართოთ კოვიდი" - ბიძინა კულუმბეგოვის რჩევებიალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს, რა შეიძლება აცრის შემდეგ და რისგან უნდა შეიკავოს ვაქცინირებულმა ადამიანმა თავი.

შეიძლება ალკოჰოლის მიღება აცრის შემდეგ?

“ალკოჰოლი ვაქცინამდე და ვაქცინის შემდგომ 2 ჭიქა შეიძლება. რაც შეეხება თრობას ეს არ შეიძლება, რადგან ძლიერი თრობის დროს იმუნიტეტი სუსტდება და ანტისხეულების გამოყოფა შემცირდება, ვაქცინაცია კი თავის მიზანს ვერ შეასრულებს.”

შეიძლება, თუ არა ვაქცინაციის შემდეგ დაბანა?

“კავშირი დაბანას და ვაქცინაციას შორის არ არის. აცრამდე და აცრის შემდეგაც ადამიანმა აუცილებლად უნდა დაიბანოს.”

არის დიეტური შეზღუდვები ვაქცინაციის შემდეგ?

“კვებას არავითარი კავშირი არ აქვს ვაქცინაციასთან. უბრალოდ ვაქცინაციის შემდეგ, თუ მივირთვით 3 კილოგრამი მარწყვი, შესაძლოა ალერგია მომცეს. მერე გართულდება გარკვევა ეს არის ვაქცინის რეაქცია თუ უბრალოდ მარწყვის ალერგიაა, იგივე ეხება ციტრუსებსაც.”

მზე და სოლარიუმი?

“თუ მზეზე არ აქვს ალერგია ადამიანს, შეიძლება მზეც და სოლარიუმიც. თუ ადამიანი მზეზე იფოთლება ან აყრის, თავი უნდა შეიკავოს,”

აცრა იმუნურ სისტემას აქვეითებს?

“აცრა იმუნურ სისტემას აძლიერებს.”

აცრის შემდეგ თუ გავცივდით, როგორ ვიქცევით?

“თუ გავცივდით სიმპტომურ მკურნალობას ჩავიტარებთ ოჯახის ექიმთან აუცილებლად. აცრიდან ორი კვირის მანძილზე არ ვართ დაცულები, კორონავირუსის შემთხვევები მეორე მეხუთე დღესაც ფიქსირდება. ადამიანებს ჰგონიათ, რომ აცრა გაიკეთეს კაბინეტს დატოვებენ და დაცულები არიან ეს ასე არ არის”.
რუსთავი 2