“ბოლოს კამერებმა 16.00 საათზე ლევიტანასთან დააფიქსირეს” – ახალქალაქში 3 ახალგაზრდას ეძებენ

"ბოლოს კამერებმა 16.00 საათზე ლევიტანასთან დააფიქსირეს" - ახალქალაქში 3 ახალგაზრდას ეძებენახალქალაქში, სოფელ კოთელიაში მცხოვრებლები სამ ახალგაზრდას მეორე დღეა უშედეგოდ ეძებენ. მათგან ორი ადგილობრივია, ერთი კი თბილისელი. ახლობლების განმარტებით, ისინი თბილისიდან დაბრუნებას მოკლე გზით, ტყეზე გავლით გეგმავდნენ,  ბოლოს ახალგაზრდები თეძამის ხეობის შესასვლელში ნახეს.

– ნთბილისიდან მოდიოდნენ, ქარელთან გადაუხვიეს და თეძამის ხეობით წამოსულან, აქ სულ ტყის გზებია, ჯიპით არიან, ტელეფონები გამორთული აქვთ და ვერ ვუკავშირდებით, – ამბობს ერთ-ერთი ახალგაზრდას ახლობელი.

მისი თქმით, მომხდარის შესახებ სამაშველო სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს 1 მაისს დაახლოებით 23:00 საათზე შეატყობინეს.

– ბოლოს 16:00 საათზე კამერებმა სოფელ ლევიტანასთან დააფიქსირეს, მას შემდეგ კვალი იკარგება, ისეთი ხეობაა, ტელეფონი არ იჭერს, გუშინვე უნდა დაბრუნებულიყვნენ, ამიტომ ვშიშობთ რაიმე პრობლემა ხომ არ შეექმნათ, – გვიყვება კიდევ ერთ-ერთი დაკარგულის ნათესავი.

ახალგაზრდებს სამაშველო სამსახური, პოლიცია და მეგობრები ეძებენ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი.

„ვითხოვთ სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩართონ, დროული დახმარება სჭირდებათ“,- ამბობენ ისინი.

სამხრეთის კარიბჭე