“ჩემი მეგობარი ციხეში მხოლოდ იმის გამო ჩასვეს, რომ ცოლი აჯანჯღარა და სამჯერ შეაგინა” – გურამ ფალავანდიშვილი

"ჩემი მეგობარი ციხეში მხოლოდ იმის გამო ჩასვეს, რომ ცოლი აჯანჯღარა და სამჯერ შეაგინა" - გურამ ფალავანდიშვილიგურამ ფალავანდიშვილი გადაცემა პრაიმშოუში განაცხადა, რომ 16 წლის მერე ქრისტიანულად გათხოვება შეიძლება.

მარი ნაკანმა ამაზე ჰკითხა:

– ეს ვინ გითხრათ თქვენ, პირადად იესომ გითხრათ ასაკი? ნუ უწევთ აგიტაციას არასრულწლოვანთა ნაადრევ ქორწინებას.

– გადაამოწმეთ ნებისმიერ მოძღვართან, რომ ჯვრის დაწერა 16 წლის შემდეგ შეიძლება. ცოლი რომ მოვიყვანე, იყო 17 წლის და ეს ნორმალურია, – უპასუხა გურამ ფალავანდიშვილმა და დაამატა:

– სექსუალური ცხოვრება ქმრის გარეშე არის გარყვნილება.

ოჯახურ ძალადობაზე საუბრისას გურამ ფალავანდიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ პატიმართა ორი მესამედი სასჯელს ოჯახური ძალადობის გამო იხდის, რაც, მისი აზრით, ზედმეტად მკაცრი კანონმდებლობის ბრალია.

მან ასეთი მაგალითი მოიყვანა:

– ჩემი ერთი მეგობარი დაიჭირეს და წელიწადნახევარი მისცეს მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ცოლი იღებდა ფსიქოტროპულ წამლებს და ჩემმა მეგობარმა მოკიდა მაჯაზე ხელი და აჯანჯღარა. ამის მერე ამ ქალმა უჩივლა.

სასამართლოზე აღმოჩნდა, რომ ცოლს სულ სამჯერ შეაგინა და ჩასვეს ციხეში.

ნოე სულაბერიძემ ამაზე თქვა:

– სულ სამჯერ შეაგინაო, რომ ამბობთ, ხომ შეიძლება თქვენ წინააღმდეგ ქალების გინების დიდი ტალღა წამოვიდეს?!

– შეიძლება ქალმაც შეაგინა კაცს და ამის გამო ადამიანის დაჭერა არის ჰომოსექსუალების შეკვეთა, – უპასუხა გურამ ფალავანდიშვილმა.