ჯო ბაიდენმა აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიის 2 ქართველ კურსდამთავრებულს დიპლომები გადასცა

ჯო ბაიდენმა აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიის 2 ქართველ კურსდამთავრებულს დიპლომები გადასცასაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის აკადემიაში სასწავლებლად მყოფ ნიკოლოზ ტვილდიანს და სანდრო სტაჟაძეს აშშ-ის პრეზიდენტმა – ჯო ბაიდენმა აკადემიის გამოსაშვებ ღონისძიებაზე სწავლის წარმატებით დასრულება მიულოცა.
კონექტიკუტის შტატში, ქალაქ ნიუ ლონდონში გამართულ საზეიმო ცერემონიალს ამერიკული მხარის მიწვევით დაესწრნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, პოლკოვნიკი ნიკოლოზ შარაძე და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, I რანგის კაპიტანი რამაზ პაპიძე.
ბაიდენმა ამერიკული აკადემიის ქართველ კურსდამთავრებულებს დიპლომები ნიკოლოზ შარაძესა და რამაზ პაპიძესთან ერთად გადასცა.
ნიკოლოზ ტვილდიანი და სანდრო სტაჟაძე აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიაში საქართველოს შსს-ს მხარდაჭერით გაგზავნილი პირველი კადეტები არიან, რომლებიც, საბაკალავრო პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ სანაპირო დაცვის რიგებში იმსახურებენ.
ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის აკადემია წელს 240-მა  კურსანტმა დაასრულა. 7 უცხოელ კურსდამთავრებულს შორის 2 ქართველი: ნიკოლოზ ტვილდიანი და სანდრო სტაჟაძე არიან.