ხელვაჩაურის ფაბრიკის 45 თანამშრომელი საკვებით მოიწამლა

ხელვაჩაურის ფაბრიკის 45 თანამშრომელი საკვებით მოიწამლახელვაჩაურში, ერთ-ერთ სამკერვალო საწარმოში, 45 თანამშრომელი მოიწამლა. ერთ-ერთი ვერსიით, მასობრივი  ინტოქსიკაცია ხორცით მოხდა. ადგილზე 10-მდე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და პოლიციაა მობილიზებული.

შპს “ფასთ თრექის” ადმინისტაციის უფროსის განმარტებით, ინტოქსიკაციის პირველი შემთხვევა დღის ბოლოს დაფიქსირდა.

ბათუმელების ცნობით, ერთი ოპერატორი სუნთქვის აპარატზეა, თანამშრომლების ნაწილს ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება, ნაწილი კი კლინიკებში გადაიყვანეს.

კომპანიის ინფორმაციით, საკვებს ადგილზე არ ამზადებენ. „კომპანიასთან ხელშეკრულება გვაქვს დადებული, რომელიც გვაწვდის საკვებს“ – განაცხადა კომპანიის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი ფუტკარაძემ „ბათუმელებთან“.

სამკერვალო საწარმოში სულ 380 ადამიანი მუშაობს.