მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი გახარია შოთა ან აჩი არველაძეს თბილისის მერობის კანდიდატად წარადგენს.
ამ საკითხზე რუსთავი 2-ის ჟურნალისტმა აჩი არველაძეს დაურეკა.
მათ შორის ასეთი დიალოგი გაიმართა:
– თუ მიიღეთ უკვე გიორგი გახარიასგან შეთავაზება თბილისის მერობასთან დაკავშირებით?
– რაო?
– დედაქალაქის მერობის კანდიდატი რომ იყოთ. ვრცელდება მედიაში ეს ინფორმაცია.
– ლაშას მამა გარდაიცვალა, მოგვიანებით გნახავთ.
– გვაინტერესებს უბრალოდ, ეს ინფორმაცია სიმართლეს თუ შეესაბამება.
– ლაშას მამა გარდაიცვალა და მოგვიანებით იქნებ დამირეკოთ.
– მესმის, მაგრამ მაყურებელს რა ვუთხრა?
– ლაშას მამა გარდაიცვალა თქო, უთხარი.

