“მე მასწავლით ქრისტიანობას…“ – კამათი რიონის ხეობის მცველებსა და ფალავანდიშვილებს შორის

“მე მასწავლით ქრისტიანობას...“ - კამათი რიონის ხეობის მცველებსა და ფალავანდიშვილებს შორისგუმათში რიონის ხეობის მცველს, მაკა სულაძესა და ალექსანდრე და გურამ ფალავანდიშვილებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

მაკა სულაძემ ფალავანდიშვილებს მიმართა, რომ ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობა ყველას შეუძლია და არავის აქვს უფლება, აქციის სხვა მონაწილეს რაიმე მიუთითოს.

“მე მასწავლით ქრისტიანობას და ჯვარს როდის გადავდებ გვერდით და როდის დავიჭერთ ხელში? ვერ შეგაგნებინეთ შემწყნარებლობა. თუ ხართ ჩვენს ომში, კეთილი ინებეთ და დადექით ჯარისკაცად და ჩვენ თვითონ მივუთითებთ აქ,  ვის რა გავუკეთოთ, თქვენთვის არ დაგვივალებია. არ მოგვეწონება? შემოვა ის თავისი ნიშნით, თავისი დროშით და თავისი იდეოლოგიას თუ მოახვევს თავზე, საკმარისი ძალა გვყავს, რომ მივლენ ბიჭები… არ არის საჭირო თქვენი ჩარევა”, – მიმართა სულაძემ ფალავანდიშვილებს.

თავის მხრივ, ფალავანდიშვილმა აღნიშნა, რომ კარგი იქნება, თუ რიონის ხეობის მოწინააღმდეგეები აქციაზე სიმბოლიკების ტარებას აკრძალავენ.

“პირადად თუ აღკვეთენ სიმბოლიკის ტარებას, ძალიან კარგია. თუმცა ჩემი აზრით, გამოკვეთილი სოდომისტებიs, ღვთისმგმობელების ადგილი ეროვნულ ერთობასა და მოძრაობაში არ არის. ისინი ამით ჩირქს ცხებენ ამ მოძრაობას,” – აღნიშნა გურამ ფალავანდიშვილმა.