“მე რომ საფლავში ჩამკეტავენ, იმ დღეს დიდება!” – ალექსანდრე ელერდაშვილი გარდაიცვალა

"მე რომ საფლავში ჩამკეტავენ, იმ დღეს დიდება!" - ალექსანდრე ელერდაშვილი გარდაიცვალამერი თაბაგარმა ფეისბუქში დაწერა:

“ადამიანი, რომლის ამაგისა და ღირსების ჩამოსათვლელად სიტყვები არ მეყოფა…
ადამიანი, რომელთან თანამშრომლობის ორი წლის გასახსენებლად დრო არ მეყოფა.
ადამიანი, რომელიც მუდამ ნიჭიერების მოტრფიალე და დამფასებელი იყო.
ძალიან მიჭირს ახლა ამ ადამიანზე წარსულ დროში საუბარი.
ბატონო Alexander Elerdashvili Alexander Elerdashvili , მართლა ვერ ვპოულობ თქვენთან გამოსამშვიდობებელ სიტყვებს. სამაგიეროდ, თქვენ დაგვემშვიდობეთ და დაგვლოცეთ მთარგმნელთა ასოციაციაში ,,მაისის ლექსით”. მთელი პანდემიის პერიოდი კი სასიამოვნო და საინტერესო მთარგმნელობით საქმიანობაში გაგვატარებინეთ. მადლობა თქვენ ყველაფრისათვის. სასუფეველი დაგიმკვიდროთ უფალმა.
ეს უსაზღვრო ტკივილია…
შეხვედრამდე…
ბაბა თაჰერი
თარგმნა ალექსანდრე ელერდაშვილმა
მე რომ საფლავში ჩამკეტავენ, იმ დღეს დიდება! –
ჩემს სასთუმალთან ქვა-ღორღი და ლოდი იდება…
შენ, ჩემო სულო, სამყაროში გაინავარდე,
ხოლო სხეული ჭია-ღუას შეეჭიდება.”