მესტიაში ტურისტი ქალი დაიღუპა

მესტიაში ტურისტი ქალი დაიღუპამესტიაში, გულის უღელტეხილზე, ტურისტი ქალი ხევიდან გადავარდა და გარდაიცვალა. საძიებო-სამაშველო ოპერაციის განხორციელებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადასტურებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ მესტიაში, გულის უღელტეხილზე, იმყოფებოდა ტურისტი, რომელიც ითხოვდა მაშველების დახმარებას.  შეტყობინების ინიციატორის გადმოცემით, მისი თანმხლები ქალი ხევში სიმაღლიდან გადავარდა და სავარაუდოდ, იყო გარდაცვლილი.

მეხანძრე-მაშველებმა უღელტეხილზე მყოფი მამაკაცი ა.ვ. უვნებლად იპოვეს და ვერტმფრენში აიყვანეს. ხოლო, ხევში გადავარდნილი ქალის, ზ.გ-ს საძიებო-სამაშველო ოპერაცია დაუყონებლივ დაიწყეს.

სამუშაოების შედეგად, ტერიტორიაზე აღმოჩენილ იქნა ქალის ცხედარი, რომელიც სამაშველო ჯგუფების მიერ, ხევიდან უკვე ამოსვენებულია”- წერია გავრცელებულ ინფორმაციიაში.