ნინოწმინდაში მწყემსს ხარი დაეჯახა

ნინოწმინდაში მწყემსს ხარი დაეჯახანინოწმინდის მუნციპალიტეტში, დიდ ხანჩალში 52 წლის მწყემსს ხარი დაეჯახა. იგი ჯერ ახალქალაქის კლინიკაში მრავლობითი მოტეხილობით შეიყვანეს, შემდგომ კი რთული მდგომარეობის გამო თბილისში, ალდაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. დაშავებული მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„ჩვენ გადავიყვანეთ თბილისში ალადაშვილის კლინიკაში, აღენიშნებოდა მრავლობითი მოტეხილობა გულმკერდის არეში. ახალქალაქში ჩაუტარეს შესაბამისი მომსახურება და ფაქტობრივად სიცოცხლე აჩუქეს. როგორც ჩემთვის ცნობილია, თბილისში ჩაუტარდა კვლევები და ამ ეტაპზე იმყოფება მართვით სუნთქვაზე,“–  გვითხრა კატასტროფის რეანიმატოლოგმა, მედეა ბრეგვაძემ.

შემთხვევა გუშინ, 15 მაისს დაახლოებით 18:00 საათზე სოფელ დიდი ხანჩალში მოხდა.

სამხრეთის კარიბჭე