ქუთაისში გაზით დატვირთული მანქანა აფეთქებას გადაურჩა

ქუთაისში გაზით დატვირთული მანქანა აფეთქებას გადაურჩასამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ქუთაისში ბუნებრივი აირით დატვირთული მანქანის აალების საფრთხე დროულად აღკვეთეს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ქუთაისში, სიმონ გუგუნავას ქუჩაზე, სატვირთო ავტომობილზე განთავსებული ცისტერნიდან ჟონავდა დიდი რაოდენობით ბუნებრივი აირი და საჭირო იყო მეხანძრე-მაშველების დახმარება.

შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში მისამართზე გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. მეხანძრე-მაშველებმა უსაფრთხოების მიზნით, მოქალაქეებს დაატოვებინეს მიმდებარე ტერიტორია. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციამ ტერიტორია უსაფრთხოების ლენტით შემოსაზღვრა და შესაბამისმა ძალებმა დაიწყეს მუშაობა.
მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, ცისტერნიდან ბუნებრივი აირის გამოდინება დროულად იქნა შეჩერებული და აალების საფრთხე აღკვეთილი.
ამ დროისთვის პრობლემა უკვე სრულად არის აღმოფხვრილი.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდა 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი,”- ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.