რუსთავიდან დაახლოებით 15 კილომეტრის დაშორებით სარწყავ არხში მაშველებმა 50 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, გარდაცვლილი ნოდარ ყოჩიაშვილია, რომელიც 29 მაისს საწარმო “რუსთავის აზოტის” მიმდებარე ტერიტორიაზე არხში თევზაობის დროს ჩავარდა და გაუჩინარდა.
საძიებო ღონისძიებებში, რომელიც 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, 40-მდე მეხანძრე-მაშველი და 2 მყვინთავი მონაწილეობდა.
საძიებო სამუშაოების გაადვილებისთვის არხში წყლის დონის დაკლებაც მოხდა და საბოლოოდ მამაკაცი გარდაცვლილი შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 15 კილომეტრის დაშორებით იპოვეს.
ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.