რუსთავის აზოტთან არხში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

რუსთავის აზოტთან არხში მამაკაცის ცხედარი იპოვესრუსთავის “აზოტის” საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ არხში, ინტენსიური საძიებო სამუშაოების შედეგად, მაშველებმა 50 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

როგორც ოჯახის ახლობლები აცხადებდნენ, მამაკაცი გუშინ, არხში სათევზაოდ ჩავიდა, რა დროსაც წყლის დინებამ გაიტაცა.

საძიებო სამუშაოებში, ჩართული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის რუსთავისა და თბილისის სამსახურის 40-ზე მეტი მაშველი, ასევე 2 აკვალანგისტი.

მამაკაცის საძიებო სამუშაოების ჩასატარებლად, არხში წყლის დონის ხელოვნურად დაკლებაც მოხდა.