საქართველოში 794 ათასი ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს

საქართველოში 794 ათასი ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობსსაქსტატის კვლევის თანახმად, 2020 წლის მონაცემებით, საქართველოში 21,3% უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, ეს კი 794 ათას ადამიანს ნიშნავს.

2019 წლის მონაცემებთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 2020 წელს 1,8%-ით გაიზარდა. ადამიანების უკიდურესი სიღარიბე ყველზე მეტად სოფლებში ჭარბობს. საქსტატის მონაცემებით, სოფლებში მაცხვრებელთა 27,5% სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა, ქალაქებში კი ეს მაჩვენებელი 17,1%-ია. უკიდურესი სიღარიბის დონე კი იმ მინიმალური საარსებო პირობების არქონაა, რაც ადამიანს თავის გატანისთვის სჭირდება.