სინოფარმმა ჯანმოს ავტორიზაცია მიიღო

სინოფარმმა ჯანმოს ავტორიზაცია მიიღოჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ  ჩინურ „სინოფარმს“  ავტორიზაცია მიენიჭა – შესაბამისი გადაწყვეტილება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა დღეს მიიღო.

ავტორიზაციის შემდეგ ჩინური ვაქცინა „კოვაქსის“ პროგრამაში ჩაერთვება, რომელიც ვაქცინებით დაბალშემოსავლიან ქვეყნებს მოამარაგებს.

საქართველომ „სინოფარმის“ ვაქცინაცია 4 მაისს დაიწყო.

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ავტორიზაციის მიღებამდე  ,,სინოფარმით” მსოფლიოს 45 ქვეყნის მოსახლეობა აიცრა.

ტვ პირველი